კონკურსი ბრენდინგის სერვისის მომწოდებელი კომპანიებისთვის
Currentბრენდინგისა და ვიზუალური იდენტობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა
აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა აცხადებს კონკურსს ბრენდინგის სერვისის მომწოდებელი კომპანიებისთვის „ბრენდინგისა და ვიზუალური იდენტობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში.
კონკურსის მიზანია შეირჩეს ბრენდინგის სერვისის მომწოდებელი კომპანიები, რომლებიც პროგრამის ბენეფიციარებს გაუწევენ შესაბამის მომსახურებას.
პროგრამის მიზანი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებული მეწარმე სუბიექტების მიერ წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდა, მათი ბრენდის ცნობადობის, ვიზუალური იდენტობის და ბაზარზე პოზიციონირების გაუმჯობესება. კომპონენტის ამოცანებია ბენეფიციართა პროდუქციისა და მომსახურების ვიზუალური იდენტობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ბენეფიციართა ბრენდის ცნობადობისა და სანდოობის ზრდის მხარდაჭერა, ერთიანი და თანმიმდევრული კორპორატიული სტილის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ბენეფიციართა საბაზრო პოზიციების განმტკიცებისა და მომხმარებელთა მოზიდვის მხარდაჭერა.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება:
კონკურსის ფარგლებში შერჩეული ბრენდინგის კომპანიები უზრუნველყოფენ ბენეფიციარებისთვის შემდეგი მომსახურებების გაწევას
- ლოგოს დიზაინის შექმნა;
- კორპორატიული სტილის შექმნა;
- პროდუქციის შეფუთვისა და ეტიკეტის დიზაინის შექმნა;
- სავიზიტო ბარათის დიზაინის შექმნა;
- სოციალური ქსელების კონტენტის შექმნა.
კონკურსში მონაწილეობა
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კომპანიებს, რომლებსაც ბრენდინგისა და ვიზუალური იდენტობის სფეროში აქვთ მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება.
პოტენციური ბრენდინგის სერვისის მომწოდებელი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი (გარდა არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირისა), რომელიც საქმიანობას ახორციელებს ბრენდინგის/დიზაინის მიმართულებით.
ბრენდინგის სერვისის მომწოდებლის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ბრენდინგის მიმართულებით არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია და გრაფიკული დიზაინის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დიპლომი ან/და სერტიფიკატი ან სხვა შესაბამისი დოკუმენტი); ინფორმაცია 2023, 2024 და 2025 წლებში განხორციელებული დიზაინის პროექტების შესახებ;
- ამონაწერი ეკონომიკური საქმიანობის რეესტრიდან;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- მომსახურების ეტაპობრივად გაწერილი აღწერა შესაბამისი საფასურისა და შესრულების ვადების მითითებით.
ბრენდინგის სერვისის მომწოდებლის შერჩევის კრიტერიუმები
შერჩევა განხორციელდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:
- მომსახურების საფასური – შეფასება განხორციელდება შემოსული განაცხადებიდან ყველაზე დაბალი საფასურის საფუძველზე;
- მომსახურების მიწოდების ვადა – პროექტის დასრულების ოპტიმალური და რეალისტური დრო;
დაფინანსების პირობები
სერვისის ღირებულების 20% -ს ან/და სერვისი ღირებულებასა და თანადაფინანსების ზღვრულ ოდენობას შორის სხვაობა წარმოადგენს ბენეფიციარის თანამონაწილეობის თანხას, რომლის მომწოდებლისთვის ანაზღაურებაც ხორციელდება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
პალატა ბენეფიციარს დაუფინანსებს ბრენდინგის მომსახურეობის ღირებულების საშუალო მაჩვენებლის 80%-ს , წელიწადში ერთხელ ერთ ბენეფიციარს.
ხელშეკრულების გაფორმება და ანაზღაურება
პალატა ბენეფიციარსა და შერჩეულ სერვისის მომწოდებელთან გააფორმებს სამმხრივ ხელშეკრულებას.
დაფინანსება განხორციელდება უშუალოდ ბრენდინგის მომსახურების გამწევი კომპანიის ანგარიშზე, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი წარმოადგენს:
- საკუთარი თანამონაწილეობის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტაციას;
- ბრენდინგის მომსახურების მიღების დამადასტურებელ დოკუმენტაციას;
- მიღებული ბრენდინგის მასალებს.
განაცხადის წარმოდგენის წესი
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა:
- შეავსოს სააპლიკაციო ფორმა პროგრამის კრიტერიუმების შესაბამისად შემდეგ ლინკზე გადასვლით- #/https://www.abkhcci.ge/ka/
applications ; - სრულყოფილი დოკუმენტაცია გამოაგზავნოს პალატის ელ.ფოსტაზე info@abkhcci.ge ;
- განაცხადი უნდა გამოიგზავნოს კონკურსის გამოცხადებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში.
მსურველთა არასაკმარის რაოდენობის შემთხვევაში, კონკურსი ცხადდება განმეორებით.