მხარდამჭერი პროგრამები

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო წარმოდგენილია თბილისსა და საქართველოს 7 რეგიონალურ ცენტრში: კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია და აჭარის ა/რ.

სააგენტოს მიზანია:  მოსახლეობის შრომისა და დასაქმების ხელშეწყობა;  შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება;  ცირკულარული შრომითი მიგრაციის განვითარება.

სააგენტოს ფუნქციებია:  დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება;  შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის მართვა და განვითარება;  სამუშაო ძალის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვება და ანალიზი;  შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ღონისძიებების განხორციელება;  შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი სქემების განხორციელება.

სააგენტოს სერვისების მიმღები პირები: საქართველოს მოქალაქე სამუშაოს მაძიებელი;  საქართველოში მოქმედი დამსაქმებლები (კერძო სექტორი)

ორგანიზაცია უზრუნველყოფს შემდეგი სახის აქტივობებს:

  • ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები
  • პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა
  • საშუამავლო მომსახურება
  • მხარდაჭერითი დასაქმების სერვისი მოწყვლადი ჯგუფებისთვის
  • დასაქმების ფორუმების ორგანიზება
  • პროფესიული მომზადება-გადამზადება
  • საკვანძო კომპეტენციების ტრენინგ-კურსები
  • ხელფასის სუბსიდირება
  • დაცული სამუშაო ადგილის სუბსიდირება
    დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ. გვერდზე: https://www.sheaghe.ge