მხარდამჭერი პროგრამები

ბიზნეს უნივერსალი - ინდუსტრიული ნაწილი

ბიზნეს უნივერსალი - ინდუსტრიული ნაწილი

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და სამეწარმეო პოტენციალის ზრდა

პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

ა) თანადაფინანსების მიმართულება;

  • სესხის/სალიზინგო პროექტის თანადაფინანსება;
  • საერთაშორისო ბრენდის თანადაფინანსება;

ბ) საგრანტო მიმართულება:

  • მწვანე კომპონენტი;
  • გაციფრულების კომპონენტი;
  • კვლევა და განვითარების კომპონენტი;
  • მაღალმთიანი რეგიონის კომპონენტი;
  • აგროტურისტული ინდუსტრიის კომპონენტი 
    პროგრამის მოკლე აღწერა:

    სესხის/ლიზინგის თანადაფინანსების მიმართულება მოიცავს კომერციული ბანკის/საინვესტიციო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის ან სალიზინგო კომპანიის მიერ გაცემულ სესხზე/ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას. სესხის/სალიზინგო პროექტის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს, ხოლო მაქსიმალური მოცულობა − 10 000 000 (ათი მილიონი) ლარს.

    პროგრამის სამიზნე ჯგუფი და გეოგრაფიული არეალი:

    პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონსა და თბილისში (გარდა სასტუმრო და აგროტურისტული ინდუსტრიებისა, იხ. დანართი ეკონომიკური საქმიანობების მიმართ მოთხოვნები

    პროგრამის სამიზნე ეკონომიკური საქმიანობები:

    პროგრამის ფარგლებში ფინანსდება 100-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის და არა მხოლოდ.

    დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებ.გვერდი: https://growthhub.gov.ge