მხარდამჭერი პროგრამები

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის - მოტობლოკის  თანადაფინანსება

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის - მოტობლოკის თანადაფინანსება

პროგრამის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები მიიღებენ თანადაფინანსებას ახალი მოტობლოკის შესაძენად, რომლის ღირებულების 80%-მდე (არაუმეტეს 1000 ლარისა) ფინანსდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ. პროგრამა მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას და მიმართულია მცირე მიწათმოქმედი დევნილების ეკონომიკური აქტიურობისა და თვითდასაქმების წახალისებაზე. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:https://www.abkhazia.gov.ge