მიმდინარე სიახლები

გამოფენა მთაწმინდის პარკში
08/01/2026

გამოფენა მთაწმინდის პარკში

აფხაზეთის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატის ხელშეწყობით 15 და16 ნოემბერს, მთაწმინდის პარკში გამართულ გამოფენაში აფხაზეთიდან დევნილმა მეწარმეებმა მონაწილეობა მიიღეს. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ენახათ და შეეძინათ სხვადასხვა სახის ხელნაკეთი პროდუქცია — დეკორატიული ხის დაფები, ტექსტილის ნაწარმი, ნაქსოვი სათამაშოები და კალათები, სამკაულები, საახალწლო დეკორაციული ნივთები და სხვა.
ღონისძიებაზე მათ დახვდათ მრავალფეროვანი აქტივობები: მუსიკალური პროგრამა, გასართობი ზონები და სხვადასხვა საკვები ობიექტის დეგუსტაცია, რამაც ფესტივალს კიდევ უფრო მიმზიდველი ხასიათი მისცა და ვიზიტორების რაოდენობაც მნიშვნელოვნად გაზარდა.