16/03/2026
საახალწლო "ფლეშ-მარკეტის" გამოფენა-გაყიდვა
2025 წლის 29 დეკემბრიდან 2026 წლის 7 იანვრის ჩათვლით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მონაწილეობა მიიღო ფლეშ მარკეტის გამოფენა-გაყიდვაში, რომელიც სიონის ქუჩაზე გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყვნენ აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეები, რომლებმაც გამოფენაზე წარმოადგინეს საკუთარი ხელით შექმნილი საახალწლო თემატიკის პროდუქცია.
ღონისძიება გაიმართა ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ტურისტულ და ხალხმრავალ ლოკაციაზე, რამაც მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მისცა.