16/03/2026
საახალწლო გამოფენა-გაყიდვა
29 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მონაწილეობა მიიღო „ფლეშ მარკეტის“ გამოფენა-გაყიდვაში, რომელიც სიონის ქუჩაზე გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყვნენ აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეები, რომლებმაც დამთვალიერებელს საკუთარი ხელით შექმნილი პროდუქცია გააცნეს. მათ შორის იყო დეკორატიული ნაწარმი, სამკაულები, ტექსტილისა და მინანქრის ნამუშევრები და სხვა უნიკალური ხელნაკეთი ნივთები.
ღონისძიება გაიმართა სიონის ქუჩაზე, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ტურისტულ და ხალხმრავალ ლოკაციაზე, რაც მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევდა.