მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა
პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია საქართველოში მიკრომეწარმეობის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და სამეწარმეო პოტენციალის ზრდა.
პროგრამის მოკლე აღწერა:
პროგრამა ითვალისწინებს მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერას, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობას და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას შესაბამისი მექანიზმების შეთავაზებით.
პროგრამის კომპონენტები
- სესხის გარანტია
- სესხის სუბსიდირება
- გრანტი (პროექტი “მზის კარი” მონაწილებისათვის)
პროგრამის სამიზნე ჯგუფი და გეოგრაფიული არეალი:
პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონსა და თბილისში.
პროგრამის სამიზნე ეკონომიკური საქმიანობები:
პროგრამის ფარგლებში ფინანსდება 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობა (აკრძალულ საქმიანობათა ნუსხა დეტალურად გთხოვთ იხილოთ დადგენილებაში).
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ.გვერდზე: https://growthhub.gov.ge
პროგრამა აქტიურია