ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა
თუ გაქვთ ირიგაციით უზრუნველყოფილი მიწის ნაკვეთი და ხართ დაინტერესებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით, შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ სახელმწიფო თანადაფინანსება. შიდა ქართლის რეგიონში (გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში). განაცხადების მიღება გრძელდება მხოლოდ ერთწლოვანი კულტურების ან/და მარწყვის ან/და იონჯის მრავალწლოვანი კულტურებისთვის წვეთოვანი სარწყავი სისტემის და დაწვიმების (სპრინკლერი) სარწყავი სისტემის (მათ შორის ფერტიგაციისა და ფილტრაციის სისტემების) მოწყობის მიმართულებით. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://rda.gov.ge
მოცემულ მუნიციპალიტეტებში განაცხადების მიღება გრძელდება მხოლოდ ერთწლოვანი კულტურების ან/და მარწყვის ან/და იონჯის მრავალწლოვანი კულტურებისთვის წვეთოვანი სარწყავი სისტემის და დაწვიმების (სპრინკლერი) სარწყავი სისტემის (მათ შორის ფერტიგაციისა და ფილტრაციის სისტემების) მოწყობის მიმართულებით.