16/03/2026
გამოფენა-გაყიდვა ჰიპერმარკეტ გუდვილის სივრცეში
2026 წლის 13-14 თებერვალს , აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ჰიპერმარკეტ გუდვილის შესასვლელ სივრცეში,აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
გამოფენაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ და შეეძინათ სხვადასხვა სახის ხელნაკეთი და სასურსათო პროდუქცია, ხელნაკეთი ნივთები: დეკორატიული ხის დაფები, ტექსტილის ნაწარმი, ნაქსოვი სათამაშოები, სამკაულები, ეპოქსიდის ნაკეთობები, კერამიკული ნივთები და სხვა.
აღნიშნული ღონისძიება აფხაზეთის ა/რ მთავრობის და აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მხარდაჭერით განხორციელდა.
აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა მადლობას უხდის ჰიპერმარკეტ ,, გუდვილის’’ ადმინისტრაციას აღნიშნული შესაძლებლობის უზრუნველყოფისთვის.