• .
  • info@abkhcci.ge
  • თბილისი, მიხეილ თამარაშვილის ქუჩა # 15 ა

მიმდინარე სიახლები

საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის ბიზნესფორუმი
16/03/2026

საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის ბიზნესფორუმი

აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გოგიტა თედორაძემ, პალატის წევრ მეწარმეებთან ერთად, წინანდალში გამართულ საქართველო აზერბაიჯანი თურქეთის ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა.
სამმხრივი ბიზნესფორუმი წელს მეშვიდედ გაიმართა. ღონისძიებაში სამი ქვეყნის დაახლოებით 400 დელეგატი მონაწილეობდა, მათ შორის 300-მდე მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი.
ფორუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას რეგიონული პროექტების, საინვესტიციო გარემოსა და მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციების განსახილველად.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.