16/03/2026
შეხვედრა საოჯახო არტ გალერეაში ქალთა კვირეულის ფარგლებში
2026 წლის 5 მარტს ქალთა კვირეულის ფარგლებში, საოჯახო სამხატვრო გალერეაში, სადაც წარმოდგენილია აფხაზური კუთხე, შედგა აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალებთან შეხვედრა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან ერთად საოჯახო სამხატვრო გალერეაში, აფხაზეთიდან დევნილ მეწარმე ქალებს შეხვდა. გიორგი ჯინჭარაძემ ქალბატონებს მარტის თვის დღესასწაულები მიულოცა და გალერეაში წარმოდგენილი ნამუშევრები დაათვალიერა.
მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დევნილი მეწარმეების საქმიანობის მხარდაჭერა და მათი ეკონომიკური დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.