მიმდინარე სიახლები

საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობა
02/11/2026

საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობა

აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით და სააგენტოსთან - აწარმოე საქართველოში- თანამშრომლობით, აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეს, შპს „მე“-ს დამფუძნებელს, მარიკა ჭანტურიას, საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისათვის საჭირო ხარჯები დაუფინანსა.
2026 წლის 26 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, იტალიაში, ქალაქ მილანში, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სექტორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრესტიჟული შოურუმი – „White Milano“.
აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ქართულმა ბრენდმა „Chanturia“, რაც ბრენდისთვის წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას განვითარებისა და საერთაშორისო ბაზარზე ეფექტურად პოზიციონირებისთვის.