03/11/2026
საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობა
აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით და სააგენტო- აწარმოე საქართველოში - თანამშრომლობით , აფხაზეთიდან დევნილ მეწარმე ნინო ფაცაციას ორ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისათვის საჭირო ხარჯები დაუფინანსა.
2026 წლის 22-24 თებერვალს, მილანში გაიმართა MICAM / MIPEL - ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო გამოფენა, რომელსაც ყოველწლიურად 42,000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს, ხოლო 2026 წლის 26 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, იტალიაში, ქალაქ მილანში, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სექტორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრესტიჟული შოურუმი – „White Milano“.
ორივე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ნინო ფაცაციამ, რაც ბრენდისთვის წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას განვითარებისა და საერთაშორისო ბაზარზე ეფექტურად პოზიციონირებისთვის.