03/11/2026
გამოფენები ჰიპერმარკეტ გუდვილში
აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით,ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში,ჰიპერმარკეტ გუდვილის ფილიალებში პერიოდულად იმართება აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
გამოფენაზე სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ შეეძინონ და გაეცნონ დევნილი მეწარმეების სხვადასხვა სახის ხელნაკეთ ნაწარმს, მათ შორის დეკორატიულ ნაწარმს, ნაქსოვ სათამაშოებს, სამკაულებს, ტექსტილის ნაწარმს, კერამიკულ პროდუქციას და სხვას.
აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა მადლობას უხდის ჰიპერმარკეტ გუდვილის ადმინისტრაციას აღნიშნული შესაძლებლობის უზრუნველყოფისთვის.