ბრენდინგისა და ვიზუალური იდენტობის განვითარების ხელშეწყობა და ციფრული პორტფოლიოს შექმნა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მეწარმეებისათვის
მიმდინარებრენდინგისა და ვიზუალური იდენტობის განვითარების ხელშეწყობა და ციფრული პორტფოლიოს შექმნა
მიზანი და ამოცანა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებული მეწარმე სუბიექტების კონკურენტუნარიანობის ზრდა მათი ბრენდის ცნობადობის, ვიზუალური იდენტობის და ბაზარზე პოზიციონირების გაუმჯობესების გზით. კომპონენტი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
ა) ბრენდინგისა და ვიზუალური იდენტობის განვითარების ხელშეწყობა- ბენეფიციართა პროდუქციისა და მომსახურების ვიზუალური იდენტობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ბენეფიციართა ბრენდის ცნობადობისა და სანდოობის ზრდის მხარდაჭერა, ერთიანი და თანმიმდევრული კორპორატიული სტილის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ბენეფიციართა საბაზრო პოზიციების განმტკიცებისა და მომხმარებელთა მოზიდვის მხარდაჭერა.
გულისხმობს ბენეფიციარებისთვის ბრენდინგისა ან რებრენდინგის შექმნას, კერძოდ;
- ლოგოს დიზაინის შექმნას;
- კორპორატიული სტილის შექმნას; (ფერების პალიტრა, შრიფტები, საერთო სტილი);
- პროდუქციის შეფუთვის და ეტიკეტის დიზაინის შექმნას;
- სავიზიტო ბარათის დიზაინის შექმნას;
- სოციალური ქსელების კონტენტის შექმნას;
პროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება ბრენდის სტრატეგიული დაგეგმვა, მარკეტინგული კვლევები და საკონსულტაციო მომსახურება, რომელიც არ უკავშირდება უშუალოდ ვიზუალური იდენტობის შექმნას ან განახლებას.
ბ) ციფრული პორტფოლიოს შექმნა- კომპონენტის მიზანია ბენეფიციარების კონკურენტუნარიანობისა და ცნობადობის ამაღლება მაღალხარისხიანი, პროფესიონალური ფოტო-ვიდეო კონტენტის შექმნის გზით, რაც ხელს შეუწყობს მათი პროდუქციის პოპულარიზაციას, მომხმარებელთა დაინტერესებასა და გაყიდვების ზრდას.მიღებული ფოტო-ვიდეო მასალები დაეხმარება ბენეფიციარებს საკუთარი საქმიანობის ეფექტურად წარმოჩენაში, ბრენდის განვითარებასა და ციფრულ სივრცეში ცნობადობის გაზრდაში.
გულისხმობს ბენეფიციარებისთვის ციფრული პორტფოლიოს შექმნას, კერძოდ;
- ბენეფიციარების საქმიანობისა და პროდუქციის პროფესიონალური ფოტო-ვიდეო გადაღების უზრუნველყოფა;
- მაღალი ხარისხის ვიზუალური მასალის შექმნა მარკეტინგული და სარეკლამო მიზნებისთვის;
- ბენეფიციარებისათვის ინდივიდუალური ციფრული პორტფოლიოს მომზადება;
- პროდუქციისა და მომსახურების ვიზუალური ცნობადობის გაუმჯობესება;
- ბენეფიციარების მარკეტინგული შესაძლებლობების გაძლიერება და ბრენდების პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
ბენეფიციარი მიიღებს ინდივიდუალურ ციფრულ პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს არანაკლებ 15 დამუშავებულ ფოტოსურათს და არანაკლებ 30 წამის ხანგრძლივობის ვიდეორგოლს.
თანადაფინანსების პირობები:
პალატა ბენეფიციარს დაუფინანსებს მომსახურების საფასურის არა უმეტეს 80%-ს, არაუმეტეს მიმდინარე კალენდარული წლისთვის, პალატის მიერ შერჩეული მომწოდებლების მომსახურების ღირებულების საშუალო მაჩვენებლის 80%-ის ოდენობით, წელიწადში ერთხელ ერთ ბენეფიციარს.
სერვისის ღირებულების 20% ან/და სერვისი ღირებულებასა და თანადაფინანსების ზღვრულ ოდენობას შორის სხვაობა წარმოადგენს ბენეფიციარის თანამონაწილეობის თანხას, რომლის მომწოდებლისთვის ანაზღაურებაც ხორციელდება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
✅ბენეფიციარები, რომლებიც ისარგებლებენ პალატის „ბრენდინგისა და ვიზუალური იდენტობის განვითარების ხელშეწყობის“ მიმართულებით, „ციფრული პორტფოლიოს შექმნის“ ფარგლებში პროფესიონალური ფოტო-ვიდეო მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად.
ბენეფიციარს უფლება აქვს, ისარგებლოს როგორც ორივე მომსახურებით ერთდროულად, ასევე თითოეული მომსახურებით ერთმანეთისგან დამოუკიდებლად „ბრენდინგისა და ვიზუალური იდენტობის განვითარების ხელშეწყობით“ და „ციფრული პორტფოლიოს შექმნით’’.
პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) ბრენდინგი-ახალი ბიზნესის დაწყების შემთხვევაში:
- განაცხადის ფორმა; (სავალდებულო)
- პირადობის მოწმობის ასლი/პასპორტი; (სავალდებულო)
- ინდ. მეწარმე ან მეწარმე ფიზიკური პირის დევნილის მოწმობის ასლი, შპს-ს შემთვევაში 50%-იანი და მეტი წილის მფლობელი პირის დევნილის მოწმობის ასლი; (სავალდებულოა)
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში –შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ; (სავალდებულოა)
- ამონაწერი ეკონომიკური საქმიანობის შესახებ;
ბ) რებრენდინგი- არსებული ბიზნესის შემთხვევაში:
- განაცხადის ფორმა; (სავალდებულოა)
- პირადობის მოწმობის ასლი/პასპორტი; (სავალდებულოა)
- ინდ. მეწარმე ან მეწარმე ფიზიკური პირის დევნილის მოწმობის ასლი, შპს-ს შემთვევაში 50%-იანი და მეტი წილის მფლობელი პირის დევნილის მოწმობის ასლი; (სავალდებულოა)
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში –შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ; (სავალდებულოა)
- ამონაწერი ეკონომიკური საქმიანობის შესახებ;
- არსებული ვიზუალური იდენტობის დოკუმენტაცია (პროდუქტის ეტიკეტირება, შეფუთვა, მოქმედი ლოგო, სარეკლამო მასალა- ასეთის არსებობის შემთხვევაში).
გ) ციფრული პორტფოლიოს შექმნა
- განაცხადის ფორმა; (სავალდებულო)
- პირადობის მოწმობის ასლი/პასპორტი; (სავალდებულო)
- ინდ. მეწარმე ან მეწარმე ფიზიკური პირის დევნილის მოწმობის ასლი, შპს-ს შემთვევაში 50%-იანი და მეტი წილის მფლობელი პირის დევნილის მოწმობის ასლი; (სავალდებულოა)
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში –შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ; (სავალდებულოა)
- ამონაწერი ეკონომიკური საქმიანობის შესახებ;
- ბიზნესის საქმიანობასთან დაკავშირებული პროდუქციის ან მომსახურების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მაგ., პროდუქციის ფოტოები, კატალოგი, სოციალური ქსელის გვერდი)
სერვისის მიღების შემდგომ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პალატის თანადაფინანსებით სარგებლობის მიზნით, ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს მომსახურებისათვის საკუთარი თანამონაწილეობის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
- შესრულებული მომსახურების საბოლოო შედეგი (ბრენდინგის მასალები ან/და ფოტო-ვიდეო კონტენტი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შესაბამისად);
პალატა უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს განმცხადებელს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა და განახორციელოს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის გადამოწმება.
განაცხადის წარმოდგენის წესი:
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ბენეფიციარმა უნდა:
- შეავსოს განაცხადის ფორმა N- C2 პროგრამის კრიტერიუმების შესაბამისად შემდეგ ლინკზე გადასვლით #https://www.abkhcci.ge/ka/applications
- სრულყოფილი დოკუმენტაცია გამოაგზავნოს პალატის ელ.ფოსტაზე: info@abkhcci.ge